დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 266 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022822 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №2 დანართის („იმუნიზაცია“): ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფის მომსახურების ღირებულება შეადგენს: ა) ამცრელ კაბინეტში პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 2.5 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 2.5 ლარს; ბ) გამსვლელი ბრიგადის მიერ შესაბამისი სამიზნე ჯგუფის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ იდენტიფიცირებული, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისთვის, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება) პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 6.75 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 6.75 ლარს.“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 33,445.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
გ) მე-9 მუხლის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია: თ.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს მობილური ბრიგადის ფორმირება, მათ მიერ იდენტიფიცირებული ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდების მიზნით; თ.ბ) უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება, იმ შემთხვევაში, თუ აცრის მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებასთან არსებული კონტრაქტის ფარგლებში წარმოადგენს ამ ბენეფიციარებისათვის სხვა გეგმური და არაგეგმური სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებას.“. 2. №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16,464.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
3. №8 დანართის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,875.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. №10 დანართის („ჯანმრთელობის ხელშეწყობა“) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,385.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) მე-3 მუხლის „პ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ.ა) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, შპრიცების, უსაფრთხო ყუთებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა;“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 15 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები