,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 18/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
111
16/06/2009
სსმ, 74, 18/06/2009
000000000.00(0).000.000000
,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №111

2009 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ვალდებულება საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის ელექტრონულად დაუყოვნებლივ წარდგენის უზრუნველყოფის თაობაზე. ამ მიზნით ნებართვის მფლობელმა ან ნებართვის მაძიებელმა უნდა უზრუნველყოს მათი კუთვნილი ჩამწერი მოწყობილობის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური ქსელის პროვაიდერთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის ვიდეომონიტორინგის სამმართველოსთან კავშირი შემდეგი პარამეტრებით: თუ ჩამწერმა მოწყობილობამ უნდა გადმოსცეს არა უმეტეს 4 კამერის გამოსახულება, კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 მგბიტი/წმ-ს, 5-დან 9 ერთეულამდე კამერების არსებობის შემთხვევაში კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 მგბიტი/წმ-ს, ხოლო 9 და მეტი კამერის არსებობის შემთხვევაში კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 მგბიტი/წმ-ს, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა ან ნებართვის მაძიებელმა კავშირი უზრუნველყოს შემდეგი პარამეტრებით: 4 კამერა – 1 მგბიტი/წმ, 5-დან 9-მდე კამერა – 2 მგბიტი/წმ, 9 და მეტი კამერა – 3 მგბიტი/წმ კავშირი. ამასთან, საწყობის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ყველა ვიდეო სიგნალის ჩამწერი მოწყობილობა ტექნიკურად და პროგრამულად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის ვიდეომონიტორინგის სამმართველოში არსებულ ვიდეო ინფორმაციის მიმღებ მოწყობილობებს;“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსს შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა. შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა. ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონლის რენტგენული ინსპექტირების სისტემით მიღებული გამოსახულება ინახება 3 თვე. გამოსახულების დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.“.

    მუხლი 2.

დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელებზე, რომლებსაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა მიღებული აქვთ ამ დადგენილების ამოქმედებამდე.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური