დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/06/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.026.016897 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებით (ვებგვერდი, 19/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.026.016381) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ცენტრალური რეგისტრის სამმართველო;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრალური რეგისტრის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციისა და მასთან დაშვებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ცენტრალიზებული აღრიცხვის წარმოება; ბ) სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დასაშვებ თანამდებობათა ნომენკლატურის მომზადება და დაწესებულებების/ორგანოების ხელმძღვანელთა წარდგინებით მინისტრისათვის იმ თანამდებობების წარდგენა, რომელთა საქმიანობის სფერო მოიცავს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს და საჭიროებს დაშვებას ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების გაცემის უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაწესებულებებიდან/ ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიება/გამოთხოვა წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ, განაცხადში არსებული ინფორმაციის შესაბამისობების დადგენა, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციათან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატების (Personnel Security Clearance) მომზადება, რომელიც სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება მინისტრს; დ) ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაცია და ცენტრალურ რეგისტრსა და ქვერეგისტრებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის „სიცოცხლის ციკლის“ (Lifecycle) მიმდინარე მდგომარეობის კონტროლი, რაც მოიცავს მიღებული, გავრცელებული, გაგზავნილი, ნათარგმნი, გამრავლებული ან განადგურებული კლასიფიცირებული დოკუმენტებისა და მათთან დაშვებული პერსონალის აღრიცხვას; ე) კლასიფიცირებული ინფორმაციის ნატოს მიერ აკრედიტებული კრიპტოგრაფიული საშუალებით ინფორმაციის დადგენილი წესით მიღება, გადაცემა და დამუშავება; ვ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრებზე პასუხისმგებელი პირებისათვის ტრენინგების ჩატარება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 25 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები