დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-846 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016678 |
|
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესი და პირობები, დანართებთან ერთად“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესი და პირობები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი სახეობის შემოყვანის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს აკვაკულტურის საქმიანობაში გამოსაყენებლად უცხო სახეობის შემოყვანის პროცედურებს ბიომრავალფეროვნების, ბუნებრივი ჰაბიტატების, ეკოსისტემისა და ეკოსისტემის სერვისების დაცვის, უცხო სახეობის შემოყვანისას ადგილობრივ ჰაბიტატებში არსებულ სახეობებზე უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კარანტინი – პროცესი, როდესაც ჰიდრობიონტები გარემო პირობებისგან სრულ იზოლაციაში არიან; ბ) ადგილობრივთან გათანაბრებული სახეობა – ჰიდრობიონტების, რომელთა მოშენება ან/და აკლიმატიზაცია წარმოებს ან წარმოებდა საქართველოს შიგა წყლებში ან/და მთელი შავი ზღვის მასშტაბით, მაგრამ ვერ მკვიდრდებიან ადგილობრივ გარემო პირობებში, ამასთან, უკვე არსებული შეფასებებით არ არიან ბიოლოგიურად აგრესიულები (ინვაზიურები); გ) დეკორატიული მნიშვნელობის სახეობები (ჰიდრობიონტები) – ჰიდრობიონტები რომელთა გამოყვანა და გამრავლება წარმოებს დეკორატიული მიზნებისათვის აკვარიუმებში. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3. თანხმობის გაცემის წესი 1. უცხო სახეობის შემოყვანა ხდება სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) თანხმობით (შემდგომში – თანხმობა), აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს (შემდგომ – საბჭო) დასკვნის საფუძველზე. 2. უცხო სახეობის შემოყვანაზე განაცხადი (დანართი №1) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, განაცხადს უნდა დაერთოს ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ინფორმაცია და ამ წესით განსაზღვრული საგანგებო ღონისძიებათა გეგმა და საკარანტინო ღონისძიებების გეგმა. 3. სააგენტო, დასკვნის მიღების მიზნით, განაცხადს განსახილველად უგზავნის საბჭოს. 4. განაცხადსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას საბჭო განიხილავს და სააგენტოს შესაბამის დასკვნას წარუდგენს არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა. 5. საბჭოს დასკვნის საფუძველზე სააგენტო გასცემს თანხმობას უცხო სახეობის შემოყვანაზე ან უარს ამბობს თანხმობის გაცემაზე. 6. თუ თანხმობის გაცემის შემდეგ აკვაკულტურის საქმიანობამ გამოიწვია არსებულ სახეობებზე, ეკოსისტემასა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, სააგენტო უფლებამოსილია, ძალადაკარგულად გამოაცხადოს უცხო სახეობის შემოყვანზე გაცემული თანხმობა. 7. საბჭო ვალდებულია თავის დასკვნაში აღნიშნოს საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ განაცხადში რამდენად საკმარისადაა წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასებისთვის. საბჭო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება. 8. განაცხადით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს და თანხმობა გაიცეს ერთჯერადად ან არაუმეტეს შვიდი წლის განმავლობაში უცხო სახეობის შემოყვანაზე. 9. აკვაკულტურის სუბიექტმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ უცხო სახეობის შემოყვანით და გადაზიდვით ზიანი არ მიადგეს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის, სახეობებს, ჰაბიტატებსა და ეკოსისტემის ფუნქციონირებას და აღნიშნულის შესასრულებლად დაგეგმილი ქმედებების შესახებ ინფორმაცია უნდა ასახოს განაცხადში.
მუხლი 4. საგანგებო ღონისძიებათა გეგმა უცხო სახეობის შემოყვანისა, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საგანგებო ღონისძიებათა გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს გაუთვალისწინებელ მოვლენათა დადგომისას შემოყვანილი უცხო სახეობის აკვაკულტურის კონსტრუქციებიდან ბუნებრივ გარემოში მოხვედრის რისკების შემცირებასა და გარემოზე ან/და ადგილობრივ ჰაბიტატებზე ზიანის მიყენების პრევენციას.
მუხლი 5. საკარანტინო ღონისძებების გეგმა განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საკარანტინო ღონისძიებების გეგმა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს უცხო სახეობების, დაავადებების გავრცელების და მათი გარემოში მოხვედრისაგან დაცვას, მოხმარებული წყლის მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების დაცვას და აკვაკულტურის კონსტრუქციის სრულად იზოლირებას ბუნებრივი გარემოსგან.
მუხლი 6. მონიტორინგი 1. თანხმობის გაცემის შემდეგ აკვაკულტურის სუბიექტმა უცხო სახეობის გამოყენების პროცესში უნდა აწარმოოს მონიტორინგი შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, რომლითაც უნდა დადგინდეს, უცხო სახეობის შემოყვანის გამო საფრთხე ექმნება თუ არა ადგილობრივ სახეობებსა და ეკოსისტემას. 2. მონიტორინგის მიზანია ასევე, შესწავლილი იქნას სახეობების იზოლირების მდგომარეობა და იზოლირების დარღვევის შემთხვევები. 3. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია, მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული აქტივობების/საქმიანობის შესრულების ანგარიში თანხმობის გაცემიდან ყოველწლიურად, 30 იანვრამდე, წარუდგინოს სააგენტოს.
მუხლი 7. სახეობათა ნუსხა 1. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება საქართველოს წყლებში მობინადრე ადგილობრივი და ადგილობრივთან გათანაბრებული წყლის ორგანიზმების სახეობათა ნუსხა, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა ხორციელდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების გარეშე. 2. დეკორატიული მნიშვნელობის უცხო სახეობის შემოყვანა ხდება გამარტივებული წესით, ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, სააგენტოს თანხმობით.
მუხლი 8. უცხო სახეობათა რეესტრი 1. უცხო სახეობათა შემოყვანის შესახებ მონაცემები აისახება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააგენტო. 2. რეესტრის მონაცემები საჯაროა.
დანართი №1
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის წყლის ორგანიზმის შემოყვანის მიზნით თანხმობის მისაღებად
განაცხადის წარმდგენი (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი) _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
მისამართი _____________________________________________________________________________________
საწარმოს ადგილმდებარეობა _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
ტელ. ______________ ფაქსი ______________ ელფოსტის მისამარათი: ____________________
გთხოვთ მომცეთ უცხო სახეობის (დასახელება) _______________________________________ _____________________________________________________________________________________ შემოყვანის უფლება, აკვაკულტურაში გამოყენების მიზნით.
განაცხადს თან ერთვის: 1. განსახორციელებელი საქმიანობის დეტალური აღწერა 2. უცხო სახეობის შემოყვანის თანხმობის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
განმცხადებელი __________________________________________________________ (თანამდებობა, გვარი, სახელი) __________________________________________________________ (ხელმოწერა)
„ ______ “ „ ________________ “ 20 წ. ბ.ა.
დანართი №2
აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის თანხმობის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები