„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 614-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.020328
614-IVმს-Xმპ
09/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
040030000.05.001.020328
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.019705) დაემატოს შემდეგი შინაარსის 7და 72 მუხლები:

„მუხლი 71. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინება

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე (შემდგომ − დაცული სადგომი) ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაყვანასა და დგომას.

2. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გაყვანის შესახებ და ამ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაუყოვნებლივ, მაგრამ მისი გამოცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უგზავნის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს (პირებს). აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად დადგენილი ვადა უნდა იყოს ამ აქტის ამ პირისთვის (პირებისთვის) ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე. ეს ვადა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის უზრუნველყოფის სათანადო გარანტიის წარდგენისას შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 24 თვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება: 

ა) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრეს;

ბ) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის კანონიერ მფლობელსა და მესაკუთრეს, თუ კანონიერი მფლობელი იმავდროულად არ არის მესაკუთრე.

4. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გასაყვანად მისმა მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა უნდა წარადგინოს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეგისტრაციის მოწმობა ან მინდობილობა.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მისი შესაბამისი პირისთვის (პირებისთვის) ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იმავე პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იძულებით აღსრულდება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მიქცევით. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასური გადახდილად მიიჩნევა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით იძულებითი აღსრულების შედეგად ამონაგები თანხა აღნიშნული საფასურის გადასახდელად საკმარისი არ არის.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებით აღსრულების მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს. სააღსრულებო ფურცელი გამოიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად დადგენილი ვადისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 250-ე მუხლის 13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

9. თუ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად არის ცნობილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების საკითხის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4−მე-6 ნაწილებისა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ გადაწყვეტის შემდეგ.

10. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართოს შესაბამის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.

11. თუ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვერ დგინდება, სააღსრულებო ფურცელი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მისაქცევად გამოიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე. თუ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის ოდენობას, ნამეტი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა.

12. სააღსრულებო ფურცლის ფორმასა და გამოცემის წესს ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 7 2. შეტყობინებების, გადაწყვეტილებების ან/და სხვა დოკუმენტების გაგზავნისა და ჩაბარების წესი

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს შეტყობინებების, თავისი გადაწყვეტილებების (მათ შორის, ამ კანონის 71 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) ან/და სხვა დოკუმენტების (შემდგომ − შეტყობინება) ამ მუხლით დადგენილი წესით დაინტერესებული პირისთვის გაგზავნასა და ჩაბარებას.

2. დაინტერესებულ პირს შეტყობინება ეგზავნება ფოსტით რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილზე ან, თუ ცნობილია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, − ამ ადგილზე. შეტყობინება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა უშუალოდ ამ პირს ან შესაბამის მისამართზე მასთან მცხოვრებ მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. შეტყობინება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა აგრეთვე, თუ ეს პირი ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე.  

3. თუ დაინტერესებულ პირს გაგზავნილი შეტყობინება შესაბამის მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, შეტყობინების მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და შეტყობინებას ფოსტას უბრუნებს. შეტყობინების ფოსტისთვის დაბრუნებიდან 1 კვირის ვადაში დაინტერესებულ პირს შეტყობინება იმავე მისამართზე განმეორებით ეგზავნება.

4. ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების დაინტერესებული პირისთვის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს შეტყობინების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. შეტყობინება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია. შეტყობინების აღნიშნული ტექნიკური საშუალებით გასაგზავნად და ჩასაბარებლად გამოიყენება სამინისტროს სისტემაში დაცული აღნიშნული პირის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.“.

მუხლი 2

1. 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ  სადგომზე (შემდგომ − დაცული სადგომი) გადაყვანისა და დგომის საფასურის (შემდგომ − საფასური) გადახდისგან გათავისუფლდება ის პირი, რომლის სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი დაცულ სადგომზე გადაყვანილ იქნა 2020 წლის 1 სექტემბრამდე და დაცულ სადგომზე დგას ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის და რომლის მიმართაც შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელმა ორგანომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში უფლებამოსილმა პირებმა სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გაყვანა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საფასურის დაკისრებისა და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან საკუთარი ხარჯით გაყვანის შესახებ  სამოქალაქო სამართალწარმოება ან/და რომლის მიმართაც აღნიშნული სამართალწარმოება დასრულებულია და რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა საფასურის გადახდა და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან საკუთარი ხარჯით გაყვანა ან/და რომლის მიმართაც დაწყებულია სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების პროცედურა.

3. თუ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოფილი არ იქნა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გაყვანა, საფასურის გადახდევინების მიზნით ხორციელდება იძულებითი აღსრულება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 3. 2021 წლის 1 სექტემბრამდე:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცეს „სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე  გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და გამოცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება;

ბ) უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 ივნისი 2021 წ.

N614-IVმს-Xმპ