დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-61/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016888 |
|
„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470230000.22.035.016483) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის“:
|
1.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს 250 ლარს ერთი ნაკადისთვის (ჯგუფი) მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ჩატარებისთვის (ერთი ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს).“.
|
2.
მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელმაც, ქვეყანაში არსებული COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ან/და სხვა ობიექტური გარემოების გამო, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადამდე ვერ გაიარა მოსამზადებელი კურსი, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიარონ დადგენილი პირობებით, არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრისა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები