„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-61/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016888
01-61/ნ
06/07/2021
ვებგვერდი, 06/07/2021
470230000.22.035.016888
„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-61/ნ

2021 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470230000.22.035.016483) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის“:
1. მე-7  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს 250 ლარს ერთი ნაკადისთვის (ჯგუფი) მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ჩატარებისთვის (ერთი ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს).“.

2. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელმაც, ქვეყანაში არსებული COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ან/და სხვა ობიექტური გარემოების გამო, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადამდე ვერ გაიარა მოსამზადებელი კურსი, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიარონ დადგენილი პირობებით, არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრისა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე