დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 615-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.020327 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 811 მუხლი:
„მუხლი 811. ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე და სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი, განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე, ამ ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელმა ორგანომ უნდა მიაწოდოს აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ამ კოდექსის მე-80 მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტიდან 15 დღის ვადაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 9 ივნისი 2021 წ. N615-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები