ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016429
13
07/06/2021
ვებგვერდი, 08/06/2021
010250050.35.128.016429
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2021 წლის 7 ივნისი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ ქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016162).

1. დადგენილებით  დამტკიცებული დებულების   მე-10 მუხლის მე-4    პუნქტს დაემატოს ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.“.

2. ამოღებული იქნას დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.

3.  შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით დამტკიცებული მე-11 მუხლის მე-10 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„10. სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე