„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.022820
264
07/06/2021
ვებგვერდი, 08/06/2021
200030000.10.003.022820
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №264

2021 წლის 7 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 200030000.10.003.017895) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის“ მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ობ­ა­ზე გა­და­სა­ხა­დის გადამხდელი, წე­რი­ლო­ბი­თი ან ელექტრონული ფორმით, გან­ცხა­დე­ბით მიმართავს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს. ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“.

2. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის ნე­ბარ­თვას შესაბამისი პირებისათვის საგა­და­სა­ხა­დო სა­იდ­უმ­ლო­ებ­ის შემ­ცვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბის თა­ობ­ა­ზე, ამ უკ­ან­ას­კნელ­თა მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ობ­ის შესრულების მიზნით;“.

3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაერთოს ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

4. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ეცნობება ხარვეზის შესახებ. გადასახადის გადამხდელს ხარვეზის შესახებ ელექტრონული ფორმით ეცნობება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით, სსიპ − შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადება საგადასა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ობ­ა­ზე ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი