„ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად და შვილობილად აყვანის შესახებ”

  • Word
„ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად და შვილობილად აყვანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 284/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 18/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.210.020.11.119.004.591
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
284/ნ
29/12/2000
სსმ, 6, 18/01/2001
040.210.020.11.119.004.591
„ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად და შვილობილად აყვანის შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2001 - 26/02/2010)

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 040.210.020.11.119.004.591

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №284/ნ

2000 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად და შვილობილად აყვანის შესახებ

შვილად აყვანის წესის შესახებ” საქართველოს კანონის II თავის, მე-14 მუხლის, მე-2 პუნქტის და ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-2 პუნქტის დ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვის და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) დებულება ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად ან შვილობილად აყვანის მსურველ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების წესის შესახებ (დანართი 1);

ბ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად ან შვილობილად აყვანის მსურველ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების დასკვნის ფორმა (ფ. 164/ს. დანართი 2);

გ) დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის არსებობისას მოქალაქეს არა აქვს ბავშვის შვილად ან შვილობილად აყვანის უფლება (დანართი 3);

დ) სამედიცინო დაწესებულებებიდან ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად ან შვილობილად აყვანისას გასაცემი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა (დანართი 4).

2. დაევალოთ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტების ხელმძღვანელებს ქ. ფოთის და დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოებს, ქ.თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს უზრუნველყონ:

ა) ქვეყნის სამკურნალო-პროფილაქტიკური და სოციალური დაცვის (ინვალიდ ბავშვთა პანსიონატები, რეაბილიტაციის ცენტრები) დაწესებულებებამდე შვილად აყვანის წესის შესახებ” და ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ” საქართველოს კანონების დაყვანა და მის შესრულებაზე მუდმივი, მკაცრი კონტროლის დაწესება;

ბ) სამკურნალი-პროფილაქტიკური დაწესებულებების მიერ ბავშვთა შვილად ან შვილობილად აყვანის მსურველ მოქალაქეთა, სამედიცინო დასკვნების კომისიური წესით გაცემაზე მკაცრი კონტროლის განხორციელება.

3. დაევალოს სამკურნალო-პროფილაქტიკური (მ.შ. ჩვილ ბავშვთა სახლები) და სოციალური დაცვის (ინვალიდ ბავშვთა პანსიონატები, რეაბილიტაციის ცენტრები) დაწესებულების ხელმძღვანელებს:

ა) მათდამი რწმუნებულ დაწესებულებაში მოთავსებული, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ან მათ მოთავსებამდე, დაწესებულების გარეთ, აღნიშნული კონტინგენტის შესახებ მონაცემების არსებობის შემთხვევაში შვილად აყვანის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-2 და მე-4 პუნქტების და ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, პირადი პასუხისმგებლობით, შვიდი დღის ვადაში მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოებს;

ბ) პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ უზრუნველყონ ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, ვ” პუნქტის მოთხოვნების შესრულება;

გ) გაატარონ აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებები ამავე ბრძანების მეორე პუნქტის, ა“ და ბ“ ქვეპუნქტების განუხრელი შესრულებისათვის და მიიღონ ცნობად, რომ მათი შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

დ) გააძლიერონ კონტროლი მათდამი რწმუნებულ დაწესებულებებში, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების მოვლა-აღზრდის პირობებზე, გამოკვლევის და მკურნალობის ხარისხზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და შვილობილის აღზრდის მსურველებს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ყოველ 6 თვეში, შვილობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმებაზე.

ე) უზრუნველყონ:

ე.ა.) საქართველოს განათლების სამინისტროს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების მომართვის საფუძველზე იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის კომისიური წესით შესწავლა, რომელთაც სურთ ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად ან შვილობილად აყვანა;

ე.ბ.) შვილობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნების და ცნობების გაცემა, იმ დამტკიცებული დაავადებათა ჩამონათვალის გათვალისწინებით, რომლის არსებობისას მოქალაქეს არა აქვს ბავშვის შვილად ან შვილობილად აყვანის უფლება (დანართი 3);

ე.გ.) მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსა და შვილობილის აღზრდის მსურველებს შორის ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა, დედობილ-მამობილისათვის ბავშვის შესახებ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული დოკუმენტების შეუფერხებელი გაცემა დანართი 4-ის მიხედვით (დაწესებულებაში მუდმივად შესანახად დატოვებულ იქნეს გაცემული დოკუმენტების ასლები).

4. დაისვას საკითხი სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის წინაშე (თ. კალანდაძე.) შვილობილად აყვანის წინ, მშობლების მზრუნველობამოკლებულ და ობოლ ბავშვთა, აგრეთე მათი დედობილ-მამობილის სამედიცინო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფის შესახებ.

5. დაისვას საკითხი საქართველოს განათლების სამინისტროს წინაშე, შვილობილის აღზრდის მსურველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში მათი სპეციალური მიმართვით გაგზავნის შესახებ.

6. კონტრლოლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს მ. ღუდუშაურს.

ა. ჯორბენაძე

დანართი 1

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად ან შვილობილად აყვანის მსურველ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების წესის შესახებ

1. წინამდებარე დებულება არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის იმ ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას, რომლებიც ანხორციელებენ ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად ან შვილობილად აყვანის მსურველ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებას.

2. სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევები ტარდება ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში.

3. დასკვნა სამედიცინო შემოწმების შესახებ გაიცემა მოქალაქეთა ობიექტური გასინჯვისა და ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათის მონაცემების საფუძველზე (ფ. 25/ს).

4. სამედიცინო შემოწმების საფუძველზე ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვის შვილად ან შვილობილად აყვანის მსურველი მოქალაქის სახელზე ივსება სპეციალური ფორმა (ფ. 164/ს).

5. სამედიცინო შემოწმებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტის ხელისმოწერა დასკვნაზე დამოწმებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელისმოწერით და გერბიანი ბეჭდით.

6. მოქალაქის ამბულატორიული ავადმყოფობის სამედიცინო ბარათში (ფ. 25/ს) კეთდება ჩანაწერი, რომ მან გაიარა სამედიცინო შემოწმება, მაგრამ მიზეზი არ მიეთითება.

7. სამედიცინო შემოწმების დასკვნის ბლანკი კანდიდატს გადაეცემა ხელზე, საქართველოს განათლების სამინისტროს ან აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების ტერიტორიალური ორგანოების მიმართვის საფუძველზე.

8. სამედიცინო შემოწმების დასკვნა ძალაშია 3 თვის განმავლობაში.

დანართი 2

სამედიცინო დასკვნა

ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად ან შვილობილად აყვანის მსურველი მოქალაქის სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით (ფ. 164/ს).

კანდიდატის გვარი, სახელი, მამის სახელი -------------------------------------------------

დაბადების თარიღი ------------------------------------------------------------------------------

საცხოვრებელი მისამართი --------------------------------------------------------------------

 

 

სპეციალისტი

დასკვნა

თარიღი

ხელისმოწერა და ბეჭედი

1

თერაპევტი

 

 

 

2

ინფექციონისტი

 

 

 

3

დერმატოვენეროლოგი

 

 

 

4

ფტიზიატრი

 

 

 

5

ნევროპათოლოგი

 

 

 

6

ონკოლოგი

 

 

 

7

ფსიქიატრი

 

 

 

8

ნარკოლოგი

 

 

 

 

შენიშვნა: ფორმა ივსება ა-4 ფორმატზე ბლანკის სახით, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სამედიცინო დაწესებულებაში 75-წლის განმავლობაში.

დასკვნის” გრაფაში იწერება, შემოწმების შედეგებით გამოვლინდა” ან არ გამოვლინდა” წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული ის დაავადებები რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოქალაქეს არა აქვს შვილის ან შვილობილის აყვანის უფლება.

 

დანართი 3

დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოქალაქეს არა აქვს შვილის ან შვილობილის აყვანის უფლება

1. ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის.

2. შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში.

3. ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც იწვევს მოძრაობისა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას.

4. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები.

5. ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი.

6. ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე.

7. ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით, მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად.

8. ყველა დაავადება და ტრავმა, რომლებმაც გამოიწვია I და II ჯგუფის ინვალიდობა მყარი შრომისუუნარობით.

დანართი 4

სამედიცინო დაწესებულებებიდან ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად ან შვილობილად აყვანისას გასაცემი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა

1. დაბადების მოწმობა.

2. ამონაწერი ბავშვის განვითარების ისტორიიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

3. მონაცემები განათლების შესახებ (სასკოლო ასაკის ბავშვისათვის).

4. ცნობები მისი ნამდვილი მშობლების, ძმების ან დების ადგილსამყოფელის შესახებ (თუ ასეთი ცნობილია).

5. კუთვნილი ქონების აღწერის ცნობა და იმ პირთა მონაცემები, რომლებიც პასუხს აგებენ ამ მონაცემებზე.

6. სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ალიმენტის შესახებ, პენსიის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი და საპენსიო წიგნაკი, საბანკო დაწესებულებაში ბავშვის სახელზე გახსნილი პირადი ანგარიშის ნომერი (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: სამედიცინო დაწესებულებებიდან (ჩვილ ბავშვთა სახლი, ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი, სარეაბილიტაციო ცენტრი და ა.შ.) გაცემული ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების ასლები დაცულ იქნეს სამედიცინო დაწესებულებაში 75 წლის განმავლობაში.