დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.115.016336 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის‘’ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №-24 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგის მიხედვით:
1. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი: კ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებების კოდექსის“ საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარება“. 2.დებულების მე-5-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) უმუშევართა რეგისტრაციის ბაზის შექმნასა და მათი სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას; ვ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას; ზ ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისათვის ინფორმაციის მიწოდებას; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურეობებში ჩართვასა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის დაუყონებლივ შეტყობინებას; ი) ოჯახში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას; კ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებასა და მათში ჩართვის ხელშეწყობას; ლ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას; მ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას; ნ) ბავშვის უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობის კოორდინაციას; ო) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სპორტის დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით რეკომენდაციების შემუშავებას; პ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცესზე მონიტორინგის გაწევას; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციათა განხორციელებას. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები