„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-825
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016676
2-825
07/06/2021
ვებგვერდი, 08/06/2021
360160000.22.023.016676
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-825

2021 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 360160000.22.023.016545, 10/09/2018) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს ცვლილება და დებულების:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა ვებგვერდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების (ელექტრონული, ბეჭდური, სატელევიზიო და სხვა) გზით;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, პრინციპის ,,გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის” ხელშეწყობა (მათ შორის, ტრენინგების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, სემინარების ორგანიზების გზით) და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამ(ებ)ის შემუშავება, განხორციელება და შესაბამისი პროცესის მართვა;“;

ა.გ) მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას.
ბ) მე-7 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ცენტრის კომპეტენციიდან გამომდინარე, გამოსცემს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამ(ებ)ის მართვისა და განხორციელების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო ხასიათის სამართლებრივ აქტებს;“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.“;

გ) მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-9 მუხლის:
დ.ა) პირველი პუნქტის:
დ.ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხელს უწყობს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სემინარების, ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების, შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, უზრუნველყოფს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამ(ებ)ის შემუშავებას, მართვასა და განხორციელებას, სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურებების განხორციელებასა და ცენტრის სახელით მონაწილეობს ამ ღონისძიებებში/საქმიანობებში;“;

დ.ა.ბ) „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თანამშრომლობს ადგილობრივ, პროფესიულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის განვითარების და კონკრეტული კომპონენტების განხორციელების ხელშეწყობას;“;

დ.გ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი