დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 132 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017474 |
132
04/06/2021
ვებგვერდი, 07/06/2021
200090000.22.033.017474
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შერჩეული პირის მიერ ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო ნიშანდებისთვის გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკა დატანილი უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ მარკაზე აღნიშნული ბორჯღალოს აღმნიშვნელი სიმბოლო მთლიანად განთავსდეს ტარის თავსახურზე ან ყელზე. ალკოჰოლიან სასმელზე არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხდება ბოთლის, ქილის თავსახურზე ან არსებული ტარის ძირზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები