დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.143.016005 |
|
ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანის“ სახელის მინიჭების შესახებ
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 21 მარტის წერილის საფუძველზე, რეგისტრირებულია ინიციატივა ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და დასასვენებელ პარკს შორის, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები წინააღმდეგი არ არიან და ეთანხმებიან გეოგრაფიული ობიექტის სახელდებას. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, კანონით დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქუჩის მონაკვეთისათვის სამშობლოს დაცვისთვის დაღუპული მეომრების სახელის მინიჭება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ქალაქ ხაშურში ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთს (მდებარეს: ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სიგრძე 150 მეტრი, სიგანე 10 მეტრი, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სასეირნო პარკი, დასავლეთით - N1 საჯარო სკოლა, სამხრეთით - სააკაძის ქუჩა, ჩრდილოეთით - ტაბიძის ქუჩა, კოორდინატებია X-383589, YY-4650263, X-383687, YY-4650157) მიენიჭოს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“-ს სახელი. 2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას; 3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ–გვერდზე www.khashuri.org.ge-ზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ნოზაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები