დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ,,ნოდარ დუმბაძის“- სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.113.016018 |
საქართველოს ოზურგეთის საკრებულოს
განკარგულება №30 2021 წლის 28 მაისი ქ. ოზურგეთი |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ,,ნოდარ დუმბაძის“ სახელის მინიჭების
შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24 -ე მუხლის 1 -ლი პუნქტის „ა,ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, გადაწყვიტა:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ქუჩას ეწოდოს ,,ნოდარ დუმბაძის ქუჩა“, თანდართული რუკის თანახმად. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14). 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრეულოს თავმჯდომარე დავით დარჩია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები