„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 040230000.17.010.016088
3
03/06/2021
ვებგვერდი, 10/06/2021
040230000.17.010.016088
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2021 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წ ლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების  შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით (სსმ №145, 14.12.2005, 040.230.000.17.010.007.931) დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საერთო საეთერო ან სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მსურველი პირის მიერ იმავე სამაუწყებლო მომსახურების ზონაში მის მფლობელობაში არსებულ საერთო საეთერო ან სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიაზე უარის თქმის (დათმობის) შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტის  შესაბამისად განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელს გამოაკლდება მის მიერ დათმობილი ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადის პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ დათმობილი ლიცენზიისთვის გადახდილი თანხის ოდენობა აღემატება მისაღები ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელს, მეტობა დაბრუნებას არ ექვემდებარება“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრინათია კუკულაძე
კომისიის წევრიეკატერინე იმედაძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური