დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022819 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 16/02/2015; 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია, განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთები (ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, თუ ვერ ხერხდება მათი გაერთიანება გეოგრაფიული მდებარეობის ან/და სხვა ფაქტორის გამო და მათზე მოეწყობა ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკომპლექტებლებისგან.“. 3. მე-12 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ნერგების იმპორტის გზით შეძენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ნერგების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხვა/ჩარიცხვა განახორციელოს სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ან/და განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით ადრე, რაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაითვლება ბენეფიციარის თანამონაწილეობად.“. 4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის ან/და არსებული სანერგე მეურნეობის განვითარების ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორი(ებ)ის შექმნის/გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების თანადაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.“. 5. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში); გ) ღია გრუნტის გარეშე გასამრავლებელი მასალის წარმოების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ქონა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ მოითხოვება. ასეთ შემთხვევაში, ბენეფიციარი საკუთრებაში ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) უნდა ფლობდეს შესაბამის უძრავ ქონებას, სადაც მოეწყობა სანერგე მეურნეობა, ინვიტრო ლაბორატორია, სათბური და სხვა.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მრავალწლიანი კულტურები, რომელთა გამრავლებაც ხდება სანერგე მეურნეობაში/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიაში, რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს ცენტრი, ამასთან, გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს, თუ არის დაგეგმილი „დაცული“ ჯიშის გამრავლება.“. 6. 241 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია, თანადაფინანსება/ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.“. 7. 242 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ არა უმეტეს დანართ №9-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა. 3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ/აუნაზღაურდებათ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა, მაგრამ არაუმეტეს ერთ ბენეფიციარზე 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ისა, მაგრამ არაუმეტეს ერთ ბენეფიციარზე 18 000 ლარისა.“. 8. 244 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთები (პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომი-ური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, არსებული მიწის ნაკვეთები უნდა იყოს მომიჯნავე, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკადასტრო რუკით. იმ შემთხვევაში, თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ხორციელდება რამდენიმე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა საკადასტრო კოდით, მათზე უნდა მოეწყოს ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკომპლექტებლებისგან.“. 9. 247 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნერგების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია, დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნერგების კომპონენტის ფარგლებში, თუ სტიქი(ებ)ის შედეგად დაზიანებულია ვენახი, სადაც გაშენებულია რქაწითლის ჯიშის ვაზის ნერგები, შესაძლებელია მათი სხვა მრავალწლოვანი კულტურის ნერგებით ჩანაცვლება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები