„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.022816
260
02/06/2021
ვებგვერდი, 03/06/2021
010220020.10.003.022816
„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №260

2021 წლის 2 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №122 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2020, 010220020.10.003.021833) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – კომისიის წევრი;

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

კ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

ნ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

ო) სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში) კომისიის წევრი;

პ) სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში) – კომისიის წევრი;

ჟ) სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში) – კომისიის წევრი;

რ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი