„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
მიღების თარიღი 02/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.65.077.016003
11
02/06/2021
ვებგვერდი, 04/06/2021
040030000.65.077.016003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სსიპ  – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის

ბრძანება №11

2021 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის №157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №6 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება – ქსელური ან/და სერვერული ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, კონფიგურირება, იმპლემენტაცია, მონიტორინგი ან/და მხარდაჭერა.“.

2. წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება.“.

3. წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სააგენტოს მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასურის განაკვეთი:

მომსახურების დასახელება

საფასურის განაკვეთი (1 კაცი  1 საათი) (დღგ-ის ჩათვლით)

საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება

30 ლარი

“.          

4. წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მომსახურების საფასური, ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოითვლება 1 კაც-საათისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის აუცილებელი კაც-საათების რაოდენობაზე.“.

5. წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT) კონსულტაციით მომსახურების ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.“.

6. წესის 81 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურების ვალდებულება სააგენტოს წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.“.

7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

მუხლი 82. მოთხოვნა საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებაზე

1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების არსი, ხოლო მხარდაჭერის ან/და მონიტორინგის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, მომსახურების პერიოდი. 

2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს.

3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ სააგენტო განსაზღვრავს მომსახურების საფასურს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.

5. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურების ვალდებულება სააგენტოს წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსიკობა კობიძე