დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018034 |
|
სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
დანართი სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის საჭიროება ათწლეულების მანძილზე საქართველოში არ ხდებოდა ჟესტური ენის სწავლების ენად გამოყენება, რამაც თავის მხრივ შეზღუდა მნიშვნელოვანი ტერმინებისა და ცნებების ჟესტური შესაბამისობების დამკვიდრება და ყრუთა თემში მათი აქტიური გამოყენება. აღნიშნულმა გარემოებამ, ნეგატიური გავლენა იქონია სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლებასა და ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიულ განვითარებაზე. 2003 წლიდან დაიწყო მუშაობა ქართული ჟესტური ენის შექმნის მიმართულებით. შეიქმნა ახალი ქართული ჟესტები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაც მიმდინარეობს. საჭიროებიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების მომსახურებაზე. იმისათვის, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა, საჭიროებიდან გამომდინარე, შეძლონ სრულფასოვანი კომუნიკაციის დამყარება საზოგადოების სხვა წევრებსა და ორგანიზაციებთან, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც ერთიან ჩარჩოში მოაქცევს ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიულ საქმიანობას, მისცემს მათ ცოდნას ქართული ჟესტური ენის ახალი ჟესტების, სურდოთარჯიმნების პროფესიისთვის მნიშვნელოვანი ასპექტებისა და თარგმნის პროცესში გასათვალისწინებელი პროფესიული უნარების შესახებ. ყოველივე აღნიშნული ხელს შეუწყობს ყრუთა თემის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო სერვისებისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობას, გაზრდის მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მუხლი 2. პროგრამის მიზანი ყრუთა თემის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო სერვისებსა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათთვის ხარისხიანი სურდოთარგმანის შეთავაზების გზით. ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება და სერტიფიცირება.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების სტრატეგია 1. პროგრამას ახორციელებს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის ბიუჯეტის ფარგლებში. 2. სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიქმნება კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც მოახდენს პროგრამის მონაწილეთა შერჩევას, პროგრამის გავლის შემდეგ გაესაუბრება მონაწილეებს და მიიღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის ტრენერები, ყრუთა თემთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები/ყრუთა განათლების სფეროს ექსპერტები. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით. 3. ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება განხორციელდება დანართი №1-ით წარმოდგენილი პროგრამის შესაბამისად. 4. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 60 საკონტაქტო საათს (საკონტაქტო საათებში შედის გამოცდის და გასაუბრების დროც). პროგრამის დროის ოპტიმალური განაწილებაა 20 დღე, დღეში 3 საათი. პროგრამის ხანგრძლივობა შესაძლოა დაკორექტირდეს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. პროგრამა ხორციელდება ტრენერთა წყვილის მიერ, რომელთაგან ერთი არის მეტყველი, მეორე კი სმენის დარღვევის მქონე პირი (ყრუ ან სმენადაქვეითებული), რომელიც ფლობს ქართულ ჟესტურ ენას. 6. პროგრამის მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობაა 8-15 მონაწილე. დასაშვებია ნაკლები მონაწილეც. პროგრამის მონაწილეები შეირჩევიან კომისიის მიერ ჩატარებული ინტერვიუს შედეგების საფუძველზე. პროგრამის გავლა შეუძლია ქართული ჟესტური ენის მცოდნე პირს, რომელიც ინტერვიუს საფუძველზე დააგროვებს მინიმუმ 7 ქულას. ინტერვიუ ტარდება და ფასდება დანართი №2-ით წარმოდგენილი პროგრამის მონაწილეთა შესარჩევი ინტერვიუს ფორმისა და ინტერვიუს შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. 7. პროგრამის ბოლოს მონაწილეები აბარებენ გამოცდას. გამოცდა ტარდება პროგრამის ტრენერების მიერ. გამოცდაზე ფასდება პროგრამის მონაწილეების მიერ ქართულიდან ქართულ ჟესტურ ენაზე და პირიქით შეუფერხებლად თარგმნის და თარჯიმანთა ტექნიკების ეფექტურად გამოყენების უნარი, დაქტილის ცოდნა, პროგრამის თეორიული მასალის ათვისების დონე. პროგრამის მონაწილეები ფასდებიან შეფასების 15-ქულიანი სისტემით, დანართი №3-ით წარმოდგენილი გამოცდის პირობისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. გამოცდა დაძლეულად ითვლება, თუ პროგრამის მონაწილე დააგროვებს მინიმუმ 9 ქულას (60 %). 8. პროგრამის მონაწილეები, რომლებიც დაძლევენ გამოცდას, გამოცდის შემდეგ გაივლიან გასაუბრებას კომისიასთან. კომისია პროგრამის მონაწილეებს უსვამს 5 კითხვას თარჯიმნის ეთიკასა და თარჯიმნობის ტექნიკებთან დაკავშირებით (ასევე, კითხვებს ტრენინგზე გავლილი თეორიული მასალიდან). გასაუბრება წარმატებით გავლილად ითვლება, თუ პროგრამის მონაწილე დააგროვებს 3 ქულას (60%). 9. პროგრამის მონაწილეები, რომლებიც ვერ დაძლევენ გამოცდას, გასაუბრებაზე არ დაიშვებიან. 10. პროგრამა წარმატებით გავლილად ითვლება, თუ მონაწილე დაესწრება პროგრამის 80%-ს და გამოცდისა და გასაუბრების შედეგად ჯამში მაქსიმალური 20 ქულიდან (15 ქულა – გამოცდა, 5 ქულა – გასაუბრება) დააგროვებს სულ მცირე 12 ქულას (9 ქულა – გამოცდა, 3 ქულა – გასაუბრება) ანუ 60%. 11. პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატს გასცემს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სერტიფიკატის ფორმის შესაბამისად (სერტიფიკატი გაიცემა როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით).
მუხლი 4. პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი/ჯგუფები: ქართული ჟესტური ენის თარჯიმნები (ფასიანი ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში მიზნობრივი ჯგუფი/ჯგუფები განისაზღვრება სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით).
მუხლი 5. პროგრამის შედეგი პროგრამის გავლის შედეგად გადამზადდებიან სურდოთარჯიმნები, რომლებიც კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ყრუთა თემის წარმომადგენლებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები