„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 120260000.10.003.022808
252
02/06/2021
ვებგვერდი, 03/06/2021
120260000.10.003.022808
„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2021 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის სხვა სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრება, გარდა ამ თავის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამოქალაქო პირზე, გარდა იუნკერთა სასწავლო ბატალიონისა, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლისა, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯისა და უმაღლესი სამეთაურო სკოლისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი