„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.022809
253
02/06/2021
ვებგვერდი, 03/06/2021
010220020.10.003.022809
„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №253

2021 წლის 2 ივნისი

   ქ. თბილისი

„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016205) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით

სამთავრობო  კომისიის შემადგენლობა

ა) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

კ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

მ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

ნ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე კომისიის წევრი;

ო) იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი – კომისიის წევრი;

პ) სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;

ჟ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოადგილე – კომისიის მდივანი.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი