დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 სექტემბრის №589 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350050000.10.003.022811 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 სექტემბრის №589 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/09/2020, 350050000.10.003.022309) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი; ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი; თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის წევრი; ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – კომისიის წევრი; კ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – კომისიის წევრი; ლ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – კომისიის წევრი; მ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი; ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი; ო) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კომისიის წევრი; პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი; ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი; რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი – კომისიის წევრი; ს) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი; ტ) სახელმწიფო ინსპექტორი – კომისიის წევრი; უ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – კომისიის წევრი; ფ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი; ქ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები