„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 82-55
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016876
82-55
01/06/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
010250050.35.101.016876
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №82-55

2021 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №72-136 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 30/12/2020, სარეგისტრაციო  კოდი 010250050.35.101.016811) და  დადგენილების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის” (დანართი №5):

ა)  მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს მედიკამენტი უფინანსდება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ „დ“ „დ 1“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 80%-ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 20%-ს), გარდა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებიდან, მედიკამენტი „ტრასტუზუმაბისა“, რომლის საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტი მოსარგებლეს უფინანსდება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 50%ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 50%-ს)“.

ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ტრასტუზუმაბი“ მოსარგებლეებს გადასხმის სქემიდან გამომდინარე, ინტრავენური ფორმის შემთხვევაში, უფინანსდებათ მაქსიმუმ 18 ( პირველი ინფუზიის 8მგ/კგ სქემით დაწყების, ხოლო ყოველი მომდევნო ინფუზიის 6 მგ/კგ სქემით გაგრძელების შემთხვევაში), 27 (პირველი ინფუზიის 4 მგ/კგ სქემით დაწყების, მომდევნო 11 ინფუზიის 2მგ/კგ სქემით, ხოლო დანარჩენი 15 ინფუზიის 6მგ/კგ სქემით გაგრძელების შემთხვევაში), ან 52 (პირველი ინფუზიის 4 მგ/კგ სქემით დაწყებისა, ხოლო ყოველი მომდევნო ინფუზიის 2მგ/კგ სქემით გაგრძელების შემთხვევაში და კანქვეშ შესაყვანი ფორმის შემთხვევაში ფიქსირებული დოზა 600 მგ ყოველ 3 კვირაში პაციენტის წონის მიუხედავად ინფუზიის მოცულობით, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტები „პერტუზუმაბი+ ტრასტუზუმაბი“, მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 12 ინფუზიის (პერტუზუმაბის საწყისი დოზა 840 მგ, ყოველი მომდევნო 420მგ, ხოლო ტრასტუზუმაბი ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით) მოცულობით. ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ფესგო“ მოსარგებლეებს უფინანსდებათ მაქსიმუმ 12 ინფუზიის (საწყისი დოზა (1200მგ+600მგ+30000ერთეული)/15მლ, ყოველი მომდევნო (600მგ+600მგ+20000ერთეული)/10მლ მოცულობით.“;

ა.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტი „ლაპატინიბი“ (250მგ, ტაბლეტი №70, კონტეინერი №1) მოსარგებლეებს უფინანსდებათ სქემით 5 ან 6 აბი ერთხელ დღეში.“.

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მედიკამენტის „ტრასტუზუმაბი“ (დოზა – 440მგ/ფლაკონი + 20მლ გამხსნელი (საინექციო წყალი, ინტრავენური ფორმა) მინის ფლაკონი №1 ან/და 600მგ/5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (5მლ) ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2000 ლარის ტარიფით მიწოდება; 

დ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი“ (დოზა – 420მგ+14მლ) კონცენტრატი+440მგ/ფლაკონი+20მლ გამხსნელი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 ანდოზა – 420მგ+14მლკონცენტრატი+600მგ/5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (5მლ) კომბინაციის შემთხვევაში, 1 ფლაკონი „პერტუზუმაბისა“ და მოსარგებლის საჭიროებიდან გამომდინარე „ტრასტუზუმაბის“ შესაბამისი რაოდენობის ფლაკონების ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 4695 ლარის ტარიფით მიწოდება;“;

ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ 1 “ ქვეპუნქტი:

„დ1) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის „ფესგოს“ (დოზა – (600მგ+600მგ+20,000 ერთეული)/10მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (10მლ) 4695 ლარის ტარიფით, ხოლო იგივე მედიკამენტის (1200მგ+600მგ+30,000 ერთეული)/15მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 (15მლ) ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 9390 ლარის ტარიფით მიწოდება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე