„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 82-57
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 07/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016872
82-57
01/06/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
310060000.35.101.016872
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №82-57

2021 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016353) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის მე-8 მუხლს, მე-5 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 51- 54 პუნქტები:

„51. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ იმყოფება ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ ახერხებს რეგისტრაციას, უფლება აქვს მისი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 3​2 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.

52. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით (რომელსაც უნდა დაურთოს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი), რომლის რეკვიზიტები შესაბამისობაში იქნება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულთან), რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 3​2 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე მისი მინდობილი პირის მეშვეობით ისარგებლოს ამ უფლებით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.

53. საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან პირს უფლება აქვს ორივე კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 3​2 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით. ერთი-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია, თუ:  მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია, მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია. აღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.

54. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილია პირი, რომელსაც შეეძლო ესარგებლა ამ წესის მე-3 მუხლის 3​2 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით და მისი სამკვიდრო არ არის გახსნილი, დაინტერესებულ პირს მესაკუთრის სახელზე შედგენილი გარდაცვალების მოწმობის და სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის საფუძველზე, მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ რეგისტრაციის თხოვნით, რათა სამკვიდროს გახსნამდე ისარგებლოს ამ წესის მე-3 მუხლის 3​2 პუნქტით გათვალისწინებული უფასო პარკირების უფლებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 7 ივნისიდან. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე