დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120170020.22.026.016891 |
|
„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის N512 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120170020.22.026.016186) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ლიცეუმში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომელიც: „ა) ჰოსპიტლის სამედიცინო კომისიის (შემდგომ – სამედიცინო კომისია) მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ლიცეუმში სწავლისათვის შეუსაბამოდ იქნება ცნობილი; ბ) ვერ გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებებში დაწესებულ ჯამური მაქსიმალური შეფასების 30 (ოცდაათი) პროცენტს.“. ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-81 პუნქტი: „8 1. თუ ბარიერგადალახული მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივ კვოტას, უპირატესობა მიენიჭებათ რეიტინგის მიხედვით მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეებს.“. გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სამედიცინო კომისიის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ლიცეუმში სწავლისათვის შეუსაბამოდ ცნობილი მოსწავლის ჩანაცვლება ხდება მომდევნო მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეებით, ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების გათვალისწინებით.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კადეტი შეუსაბამოდ იქნა ცნობილი ლიცეუმში სწავლისათვის (ჰოსპიტლის სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილება);“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები