„სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 190020030.10.003.022799
243
31/05/2021
ვებგვერდი, 01/06/2021
190020030.10.003.022799
„სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №243

2021 წლის 31 მაისი

 ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის – სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2021, 190020030.10.003.022602) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის –  სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისათვის“:

1. პირველი მუხლის „ნ“, „ო“, „პ“, „ფ“, „ქ“, „ც“, „ხ“, „ჯ“ და „ჰ“   ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სესხი − კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით;

ო) სალიზინგო პროექტი − ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს შორის სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის მიმართულების ფარგლებში შეთანხმებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის (ლიზინგის საგნის ღირებულება და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი) სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგნის გაცემას, ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე. ამასთან, სალიზინგო პროექტად მიიჩნევა უკულიზინგის წესით გაცემული პროექტიც;

პ) მიკროსესხი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ ამ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით;“;

„ფ) სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების/ რესტრუქტურიზების სესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/ გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის/მეწარმე სუბიექტის (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) მიერ დაფუძნებული საწარმოს ის სესხ(ებ)ი, რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით;

ქ) მიკროსესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსესხის/სესხის (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობისა და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე გაცემული ფულადი თანხა) მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული რეფინანსირების/ რესტრუქტურიზების მიკროსესხით, რომლითაც დაფარულია/ გადაფარულია/გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის/ მეწარმე სუბიექტის (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) მიერ დაფუძნებული საწარმოს ის სესხ(ებ)ი/მიკროსესხ(ებ)ი, რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით;“;

„ც) ძირითადი საშუალება − ხარჯი, გაწეული ისეთ მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივზე (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;“;

„ხ) საბანკო მიმართვა − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 2 ივნისიდან 2021 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში;

ჯ) სალიზინგო მიმართვა − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ ლიზინგის გამცემთან დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 2 ივნისიდან 2021 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში;

ჰ) მიკრომიმართვა − მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 2 ივნისიდან 2021 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში;“.

2. მე-8 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლებელია, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული სესხი და რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების მიზნობრიობით.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლებელია, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული სესხი და რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული მიკროსესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ მიკროსესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით. ამასთან, მიკროსესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას;“;

) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლებელია, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული მიკროსესხ(ებ)ი/სესხ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული და რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით.

3. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლებელია, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირზე გაცემული მიკროსესხ(ებ)ი/სესხ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული და რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით.“.

4. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი სალიზინგო პროექტის დაფინანსება, რომელიც ხორციელდება უკულიზინგის წესით. ამასთან, დაიშვება მხოლოდ და მხოლოდ იმგვარი უკულიზინგის პროექტის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტის მიერ ლიზინგის გამცემისათვის ხდება სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისათვის საჭირო ძირითადი საშუალების მიყიდვა საზღაურის სანაცვლოდ, რომლის არანაკლებ 80%-ისა კვლავ მიმართული იქნა იმავე მეწარმე სუბიექტის სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით. უკულიზინგის შედეგად მიღებული საზღაურის მიზნობრივად გამოყენების დადასტურების ვალდებულება ეკისრება ლიზინგის გამცემს.“.

5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე სალიზინგო პროექტი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში. ამასთან, სალიზინგო პროექტის გაცემად მიიჩნევა ლიზინგის გამცემსა და მიმღებს შორის შესაბამისი სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმება;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი