„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.022801
245
31/05/2021
ვებგვერდი, 01/06/2021
190040000.10.003.022801
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – საკრედიტო საგარანტიო სქემის:

1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საბრუნავი საშუალებები – ხარჯები, რომლებიც არ წარმოადგენენ კაპიტალურ ხარჯს;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

14. სააგენტო ვალდებულია, კომერციულ ბანკთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კონკრეტულ სესხზე შეწყვიტოს გარანტია და მოითხოვოს საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება, თუ მონიტორინგის შედეგად დაადგენს, რომ ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დარღვეულია მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. პროგრამის ფარგლებში სესხის აღება არ შეუძლიათ იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებმაც ამ სქემის ფარგლებში ერთხელ უკვე განიცადეს დეფოლტი ან/და დაარღვიეს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები ან/და დაარღვიეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის პირობები.“;

ბ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:

„171. პროგრამის ფარგლებში სესხის აღება არ შეუძლიათ იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც სააგენტოს ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მიმართვის ფორმის წარდგენის დღის მონაცემებით აქვთ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და რეგისტრირებულნი არიან მოვალეთა რეესტრში.“;

გ) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტები, ხოლო თანამსესხებლების მიერ სესხის აღების/რეფინანსირების/ რესტრუქტურიზების შემთხვევაში − თითოეული ცალ-ცალკე, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში მიმართვის ფორმის გამოგზავნის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ შემოსავლის კომპონენტში;

ბ) მეწარმე სუბიექტის სასესხო ვალდებულებები არ უნდა აღემატებოდეს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარს;

გ) მეწარმე სუბიექტს არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში ამ დადგენილების მე-4 მუხლის 171 პუნქტის შესაბამისად.“.

5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხის რესტრუქტურიზება/რეფინანსირება შესაძლებელია როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირება როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე იმავე ვალუტაში, რესტრუქტურიზების/რეფინანსირების განხორციელების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.“.

6. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას პროგრამის მე-4 მუხლის მე-11 – მე-17, მე-5 მუხლის პირველი და მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის სრულყოფილად შევსებულ მიმართვის ფორმას.“.

7. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ ახალ/რეფინანსირებულ, ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის:

− 90 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას და ბანკის შემთხვევაში რესტრუქტურიზებისასაც ნამეტი თანხის ნაწილში) შემთხვევაში);

− 30 პროცენტისა (გაცემული სესხის კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას, რესტრუქტურიზებული ძირის ნაწილში);

ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემულია და რესტრუქტურიზებულია/რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 90 პროცენტისა ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.

8. მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბრუნავი საშუალებებისათვის − სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მოცულობის არაუმეტეს 20 (ოცი) პროცენტისა.“.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. სხვა არსებითი დებულებები

1. ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი საკრედიტო გარანტიის გაცემის ლიმიტები დასახელებული რედაქციით მოქმედებს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებული ახალი/რესტუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხებისათვის.

2. 2022 წლის 1 იანვრიდან პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია კომერციული ბანკის მიერ ადრე გაცემული სესხის/სესხების რესტრუქტურიზაცია, შესაბამისად, დასახელებული თარიღიდან იურიდიულ ძალას კარგავს ყველა ის მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი, რომელიც არეგულირებს პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის პროგრამაში რესტრუქტურიზებას. ამასთან, აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების მოქმედების გაუქმებას 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული რესტრუქტურიზებული სესხებისათვის.

3. ამ პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად დადგენილი პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობის თანაფარდობა არ ვრცელდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებულ ახალ/რეფინანსირებულ/ რესტრუქტურიზებულ სესხებზე.

4. 2022 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამაში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკისთვის საკრედიტო გარანტია გაიცემა შემდეგი ლიმიტების შესაბამისად:

ა) პროგრამის ფარგლებში დროის ნებისმიერი მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი პორტფელის არაუმეტეს 35 პროცენტის ოდენობაზე;

ბ) პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილ, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 80 პროცენტის ოდენობაზე.“.

5. 2022 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-7 მუხლში:

ა) მე-5, მე-7, 71, მე-8, 81, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა (იმ სესხებისათვის, რომლებიც დამტკიცებული და გაცემულია 2021 წლის 31 დეკემბრის შემდეგ), რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული:

− ახალი სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს სესხის 28 პროცენტის ოდენობით;

− მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, მხოლოდ ნამეტ თანხაზე (ახალი სესხი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს ნამეტი თანხის (ახალი სესხის) 28 პროცენტის ოდენობით;

− კომერციული ბანკის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს რეფინანსირებული სესხის ძირის 10.5 პროცენტისა, ხოლო ნამეტი თანხის (ახალი სესხი) არაუმეტეს 28 პროცენტის ოდენობით.“.

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი, როგორც ახალი, ასევე რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხების (რომლებიც დამტკიცებულია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის თანხის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა განისაზღვრება:

− 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შესაბამისად ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას შესაბამისად ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებული რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით;

− 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებული რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.

8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) (რომლებიც დამტკიცებულია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) დაფარვების შესაბამისად თანხის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა (რომლის კალკულაციას ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) განისაზღვრება როგორც ახალი სესხის ძირის, ასევე რეფინანსირების შედეგად მხოლოდ ნამეტი თანხის, გარანტირებული ნაწილის შესაბამისად:

− 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებულ სესხებზე არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დამტკიცებულ და გაცემულ სესხებზე არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით.“.

„10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას/რესტრუქტურიზებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

„11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებული, ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 31.5 პროცენტის კალკულაციასა და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 111 პუნქტები:

„101. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში 2021 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 28 პროცენტის, ხოლო რეფინანსირებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

„111. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული, ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 28 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“.

6. 2022 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება, 2021 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაწილის შემთხვევაში) ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემულია და რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა, ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.

10. დანართ №1-ით განსაზღვრული:

ა)  ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში შემდეგ კოდებზე: 55.10.1 (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით), 55.10.2 (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე) და 55.20.0 (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) ამოღებულ იქნეს აღნიშვნა „** “;

ბ)  აღნიშვნა „** “-ის განმარტება ამოღებულ იქნეს;

გ) დანართ №1-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი შინაარსის ეკონომიკური საქმიანობის 2 ახალი კოდი:

M

75.00.0

ვეტერინარული საქმიანობები

J

59.12.0

კინოფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების წარმოების შემდგომი საქმიანობები

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი