„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016565
70/04
01/06/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
220020000.18.011.016565
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება   №70/04

2021 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/06/2017 ს/კ: 220020000.18.011.016245) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ.ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება – ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმას, №2 ანგარიშგების ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციას; გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმით (№3 ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრულ ინფორმაციას და ამ წესის მე-5-მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ინფორმაციას.“.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბანკის მიერ პილარ 3-ის ფარგლებში გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა ექვემდებარებოდეს, სულ მცირე, იმავე დონის შიდა განხილვისა და კონტროლის პროცესებს, რასაც ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი ინფორმაცია, რაც მოიცავს პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების აუდიტის კომიტეტის ან რისკების კომიტეტის მიერ დამტკიცებას, ბანკის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკის მიერ გამოსაქვეყნებელი პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება მოიცავს ამ წესის №1, №2 ანგარიშგების ფორმებში მოცემული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციას, №3 ანგარიშგების ფორმით  განსაზღვრულ ინფორმაციას და ამ მუხლსა და ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებში მოცემულ ხარისხობრივ ინფორმაციას.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ბანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია ESG საკითხებთან დაკავშირებით, რა მიზნითაც უნდა გამოიყენონ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული №3 ანგარიშგების ფორმის უახლესი ვერსია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო, სასარგებლო, თავსებადი და შესადარისი ინფორმაციის გამჟღავნება. ბანკმა №3 ანგარიშგების ფორმის შევსებისას რეკომენდებულია იხელმძღვანელოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული და ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებით. ბანკი ვალდებულია მაქსიმალურად დაბალანსებული და გასაგები შეფასება წარმოადგინოს ბანკის ბიზნეს მოდელის, პოლიტიკისა და სათანადო შეფასების (Due Diligence) პროცესების, შედეგების, ძირითადი რისკებისა და მენეჯმენტის და შესრულების ძირითადი ინდიკატორების შესახებ.“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგების გარდა, ბანკმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა წარმოადგინოს ხარისხობრივი ინფორმაცია გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს №3 ანგარიშგების ფორმის მოკლე შეჯამებას.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე