ხონის მუნიციპალიტეტში ყოფილი სამხედრო (აფხაზეთიდან დევნილთა) დასახლებაში ქუჩისთვის “აფხაზეთის“ სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით

ხონის მუნიციპალიტეტში ყოფილი სამხედრო (აფხაზეთიდან დევნილთა) დასახლებაში ქუჩისთვის “აფხაზეთის“ სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 40 34
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.119.016003
40 34
27/05/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
000000000.00.119.016003
ხონის მუნიციპალიტეტში ყოფილი სამხედრო (აფხაზეთიდან დევნილთა) დასახლებაში ქუჩისთვის “აფხაზეთის“ სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით
ხონის მუნიციპალიტეტი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებილოს

განკარგულება №40 34

2021 წლის 27 მაისი

ხონი

ხონის მუნიციპალიტეტში ყოფილი სამხედრო (აფხაზეთიდან დევნილთა) დასახლებაში ქუჩისთვის „აფხაზეთის“ სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით

აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. ხონის მუნიციპალიტეტში ყოფილი სამხედრო (აფხაზეთიდან დევნილთა) დასახლებაში ქუჩას ეწოდოს „აფხაზეთის“ სახელი.

მუხლი 2. ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება და გავრცელება).

მუხლი 3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მის.: სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ვალერი ბახტაძე