“საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირების და გადამხდელების დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგზაო ფონდის სამმართველოს სტრუქტურის რეორგანიზაციის განსაზღვრის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 27/12/2000
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2001
სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.12.210.004.558
  • Word
83
27/12/2000
სსმ, 1, 04/01/2001
310.100.000.12.210.004.558
“საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირების და გადამხდელების დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგზაო ფონდის სამმართველოს სტრუქტურის რეორგანიზაციის განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.12.210.004.558

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება 83

2000 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირების და გადამხდელების დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგზაო ფონდის სამმართველოს სტრუქტურის რეორგანიზაციის განსაზღვრის შესახებ

 „აღმასრულებელ ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

     1. შეიქმნას საგზაო ფონდის სამმართველოში;

     ა) აღმოსავლეთის რეგიონალური განყოფილება;

     ბ) დასავლეთის რეგიონალური განყოფილება;

     გ) ინფორმაციის მიღების და დამუშავების განყოფილება.

     2. გაუქმდეს საგზაო ფონდის სამმართველოს ოთხი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი) რეგიონალური და მსხვილ გადამხდელთა განყოფილებები 2001 წლის 5 იანვრიდან.

     3. განხორციელდეს საგზაო ფონდის სამმართველოს ოთხი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი) რეგიონალური და მსხვილ გადამხდელთა განყოფილებაში მომუშავე საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების გამო.

     4. ამ ბრძანებით შექმნილმა საგზაო ფონდის სამმართველოს სტრუქტურულმა ერთეულებმა, აღმოსავლეთის რეგიონალურმა განყოფილებამ, დასავლეთის რეგიონალურმა განყოფილებამ და ინფორმაციის მიღების და დამუშავების განყოფილებამ უფლებამოსილება განახორციელოს 2001 წლის 5 იანვრიდან.

     5. ამ ბრძანების შესრულების მიზნით დაევალოს საგზაო ფონდის სამმართველოს (ზ. თაფლაძე) განსაზღვროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები და საშტატო განრიგი.

     6. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მ. ესაკიას.

    ბ. სარალიძე