„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის №418 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 719
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.027.017211
719
01/06/2021
ვებგვერდი, 01/06/2021
010340020.22.027.017211
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის №418 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №719

2021 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის №418 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის №418 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010340020.22.027.016916) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება; ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე