„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/05/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 16/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016344
5
28/05/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
010340000.32.057.016344
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება  №5

2021 წლის 28 მაისი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწე­სე­ბულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებით (სსმ, 22/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.057.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟირების გასავლელად კანდიდატთა შერჩევისათვის ინფორმაციას აცხა­დებს დაწესებულება. ინფორმაციის გამოცხადება ხდება აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის მთავრობის ერთიანი პორტალის www.ajara.gov.ge-ს მეშვეობით. სტაჟი­რების გასავლელად სტუდენტების უკეთ ინფორმირებისათვის შესაძლებელია ინ­ფორ­მაციის გამოცხადება გან­ხორციელდეს აგრეთვე უმაღლესი/პროფესიული საგან­მანათლებლო დაწესებულებებისათვის/კოლეჯებისათვის შესაბამისი მიმართვის (წერილის) დაგზავნის გზით.“;

ბ) დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟიორად მიიღება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, პროფესიული საგან-მანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მქონე პირი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის პროფესიული სტუდენტი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას.“;

გ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/კოლეჯიდან;“.

დ) დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მომართვა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/­კოლეჯიდან;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე