„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016355
11
28/05/2021
ვებგვერდი, 01/06/2021
010260020.35.103.016355
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2021 წლის 28 მაისი

დაბა მესტია

,,მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2020, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35103.016333)   შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის,  მე-6 მუხლს  დაემატოს ,,ს)“ პუნქტი, ,,რ)“  და ,,ს)“ პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული და საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს“-ით დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება;

„ს) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის,  მე-9 მუხლს პირველ პუნქტს დაემატოს ,,კ)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე