„მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016354
10
28/05/2021
ვებგვერდი, 01/06/2021
280120000.35.103.016354
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 28 მაისი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020  წლის 25 დეკემბრის     №23  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016344)   შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  I თავის,  I- მუხლს დაემატოს მე-19  პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,19.“ ,,ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება/დაფინანსების პროგრამა (პ/კ-06 03)“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  II თავის, 16-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. ონკოლოგიური ავადმყოფების და ფსიქიკურად დაავადებული პირების დახმარების პროგრამა

1. ონკოლოგიური ავადმყოფების და ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა.

1.2. ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა და ფსიქიკურად დაავადებულმა პირებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები

1.3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

2. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება/დაფინანსების პროგრამა:

2.1. ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების/თანადაფინანსების მისაღებად  მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (და ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) შესაბამისი    დაწესებულების    (საავადმყოფო)    მიერ   სამედიცინო    მომსახურების   შესახებ   გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი/კალკულაცია);

ე) საყოველთაო  ჯანდაცვის  მართვის  დეპარტამენტის  მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას) ან ცნობა;

2.2.ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  III თავის,  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტს  დაემატოს ,,თ“ პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება/დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური ავადმყოფების ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების , მათ შორის ქიმიო-თერაპიის, რადიოთერაპიის, მაღალ-ტექნოლოგიური კვლევებისა და სხივური თერაპიით მკურნალობის პროცესში, როდესაც ღირებულება სცილდება ჯანდაცვის  სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტს სოციალური დახმარების განაწილების საბჭო იღებს გადაწყვეტილებას  მკურნალობის პროცესში, განმეორებით, ეტაპობრივად დაფინანსების/თანადაფინანსების თაობაზე  არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

ზემოთ აღნიშნული სამედიცინო პროცედურების დაფინანსება/თანადაფინანსება ვრცელდება ასევე იმ კატეგორიის ონკოლოგიურ ავადმყოფებზეც, რომლებიც სამედიცინო სერვისებს (მათ შორის ქიმიო-თერაპიის, რადიოთერაპიის, მაღალ-ტექნოლოგიური კვლევებისა და სხივური თერაპიით მკურნალობა) მიიღებენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით,  სამედიცინო  (საავადმყოფო) დაწესებულების  მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ - ფაქტურების შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. ხოლო საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, დაფინანსება/თანადაფინანსება მოხდება ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე