„საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის №2/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016545
17/2021
31/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
010240000.15.008.016545
„საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის №2/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №17/2021

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის №2/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 18 იანვრის №2/2019 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 18/01/2019, 010240000.15.008.016434) განსაზღვრული პირობებისა და წესის მე-4 მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ცესკოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვთ:

ა) ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტს;

ბ) ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს;

გ) ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს.“;

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი ანდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) ახსნა-განმარტება ჩამოართვას დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირს;

ბ) შეკრიბოს/გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი ანდა მასალა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი