„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016542
14/2021
31/05/2021
ვებგვერდი, 01/06/2021
010240020.15.008.016542
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №14/2021

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) დამტკიცებული:

1. დანართი 1-ის (საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი):

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ პერიოდულად ქვეყნდება ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარებისა და „ონლაინჩათის” მომსახურების შესახებ სტატისტიკურ მონაცემები.“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჩივრების რეესტრს (საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად) – საარჩევნო პერიოდში;“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობრივ ხეს (სტრუქტურას) – ცესკოს დადგენილების/განკარგულების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ბ) ცესკოს აპარატის დეპარტამენტების დებულებებს – გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში; ცვლილებების/დამატებების შეტანის შემთხვევაში – გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში;

გ) ინფორმაციას ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის საკადრო მიგრაციის შესახებ – გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში;

დ) ცესკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განაცხადებას – შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისთანავე;

ე) ცესკოს აპარატის კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა სიას – საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში;

ვ) ცესკოს აპარატის შესარჩევი კონკურსის II ტურში (გასაუბრება) მონაწილე კანდიდატთა სიას – საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ზ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სიას – საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში;

თ) ცესკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში კონკურსის შედეგად შერჩეული/არჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციას – საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ი) ინფორმაციას ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ –ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში;

კ) ცესკოს აპარატში სტაჟირების მსურველთათვის განაცხადის ფორმას – სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადებისთანავე;

ლ) ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის და წევრების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

მ) ცესკოს დეპარტამენტების და განყოფილებების  (სტრუქტურული ერთეულების) უფროსების შესახებ, ასევე ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველის, ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწეების შესახებ: სახელი, გვარი – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

ნ) საოლქო საარჩევნო კომისიების მუდმივი წევრების შესახებ: სახელი, გვარი – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

ო) საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესახებ: სახელი, გვარი – ქვეყნდება არჩევნების პერიოდში;

პ) ცესკოს მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის შესახებ – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

ჟ) საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის შესახებ – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

რ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის სახელის, გვარისა და ცესკოს მდივნის აპარატის საქმისწარმოების განყოფილების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის შესახებ – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;

ს) ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ – დანიშვნიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.”;

ბ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო უბნების ნომრების, მისამართების, ტელეფონის ნომრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მიღებისთანავე;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე;

გ) არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;

დ) არჩევნების შედეგების შესახებ, თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით – არჩევნების საბოლოო შედეგის შეჯამებისთანავე;

ე) იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალის შესახებ, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე იმ შენობა-ნაგენობათა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია/აკრძალულია საარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება – ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადმოცემიდან 2 დღის ვადაში;

ვ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას, მათი რეგისტრაციიდან/რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა;

ზ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ – ინფორმაციის მიღებისთანავე;

თ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსულ ყველა სახის განცხადებას/საჩივარს და შესაბამის გადაწყვეტილებებს – არსებული წესის შესაბამისად;

ი) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორობის კანდიდატთა სიას – განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 დღის განმავლობაში;

კ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორებად დანიშნულ პირთა სიას – ოლქის თავმჯდომარის განკარგულების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში;

ლ) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისა და მისამართების შესახებ – მიღებისთანავე;

მ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ჩამონათვალს ოლქების მიხედვით – მიღებისთანავე;

ნ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას – პერიოდულად, ცვლილებების შესაბამისად;

ო) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე.”.

  1. დანართი 1-ის (საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი) მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო უბნების საზღვრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მიღებისთანავე;

ბ) ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ – პერიოდულად;

გ) ამომრჩეველთა ერთიან სიას – პერიოდულად;

დ) ამომრჩეველთა რაოდენობას ოლქების მიხედვით – პერიოდულად;

ე) საარჩევნო უბნების ნომრების, მისამართების, ტელეფონის ნომრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მიღებისთანავე;

ვ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე;

ზ) არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;

თ) არჩევნების შედეგების შესახებ, თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით – არჩევნების საბოლოო შედეგის შეჯამებისთანავე;

ი) იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალის შესახებ, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე იმ შენობა-ნაგენობათა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია/აკრძალულია საარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება – ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადმოცემიდან 2 დღის ვადაში;

კ) რეგისტრირებული პარტიების სიას, აგრეთვე იმ პარტიების, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა – პერიოდულად, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა;

ლ) წარდგენილ კანდიდატთა სიას – წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში;

მ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას – არაუგვიანეს გამოცემის მომდევნო დღისა;

ნ) ცესკოს მდივნის განკარგულებებს – არაუგვიანეს გამოცემის მომდევნო დღისა;

ო) ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ – რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა;

პ) ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წარმომადგენლების შესახებ – გადაწყვეტილების მიღებიდან 48 საათში.

ჟ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას, მათი რეგისტრაციიდან/რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა;

რ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ – ინფორმაციის მიღებისთანავე;

ს) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსულ ყველა სახის განცხადებას/საჩივარს და შესაბამის გადაწყვეტილებებს – არსებული წესის შესაბამისად;

ტ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორობის კანდიდატთა სიას – განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 დღის განმავლობაში;

უ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორებად დანიშნულ პირთა სიას – ოლქის თავმჯდომარის განკარგულების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში;

ფ) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისა და მისამართების შესახებ – მიღებისთანავე;

ქ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ჩამონათვალს ოლქების მიხედვით – მიღებისთანავე;

ღ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას – პერიოდულად, ცვლილებების შესაბამისად;

ყ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 21 ივნისიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი