„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010320010.15.008.016541
13/2021
31/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
010320010.15.008.016541
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №13/2021

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010320010.15.008.016028) დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამდივნო იქმნება ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ამავე დეპარტამენტის უფროსი.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი