„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016478
36
28/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
010250050.35.108.016478
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2021 წლის 28 მაისი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №33 დადგენილებით (www.matsne.gov.ge;  31/03/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016475)  დამტკიცებულ დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.“;

ბ) დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე: www.senaki.gov.ge (შემდგომ, ვებგვერდზე) შესაბამის ველში.“;

გ)  დანართის მე-3 მუხლს დაემატოს მე-4, მე-5  პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „ჩაუბარებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის გარდა, ვებგვერდზე აიტვირთება და საჯაროდ გამოქვეყნდება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია, ამავე კოდექსის 290​4-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად.

5. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2905-ე მუხლის თანახმად თუ პირი, მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან, 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ წესის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი