„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირების თაობაზე

„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 666-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016662
666-IVმს-Xმპ
22/06/2021
ვებგვერდი, 24/06/2021
480140000.09.001.016662
„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირების თაობაზე

 


     საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია.

2. „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დათქმები:

ა) საქართველო აცხადებს, რომ ეს კონვენცია არ გამოიყენება იმ მორიგების შეთანხმებების მიმართ, რომელთა ერთ-ერთი მხარეც არის ის ან რომელთა ერთ-ერთი მხარეც არის რომელიმე სახელმწიფო უწყება ან რომელიმე სახელმწიფო უწყების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი;

ბ) საქართველო აცხადებს, რომ ეს კონვენცია გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებზედაც მორიგების შეთანხმების მხარეები შეთანხმდებიან კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

თბილისი,

22 ივნისი 2021 წ.

N666-IVმს-Xმპ