„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016583
180
27/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
010250020.35.123.016583
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №180

2021 წლის 27 მაისი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.05.2021 წელი, №010250020.35.123.016574) შემდეგი ცვლილება:

1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“;

2. შეიცვალოს დადგენილების პირველი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:

1. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს.

2. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებსა და სამხედრო ძალების ვეტერანებს.

3. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.

4. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.

5. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს.

6. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს.

7. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს.

8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს.

9. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს.

10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს.“.

3. შეიცვალოს დადგენილების მეორე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფის 50 პროცენტიანი შეღავათიანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება მიეცეთ:

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია