დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 18/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/06/2009 - 08/02/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №109
2009 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საზღვაო კოდექსის 791 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობა.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურით მომსახურების ტარიფების ოდენობა
1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების ნავსადგურში შესვლისას შუქურით მომსახურების ტარიფები (შემდგომში – მომსახურების ტარიფები) განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
| 1. | A, B, D, G ჯგუფების გემებისათვის | მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე – 0.015 ევრო |
| 2. | C, E, F („ეროვნული გადამზიდავი“) ჯგუფების გემებისათვის | მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე – 0.0020 ევრო |
| 3. | სამგზავრო საკრუიზო გემებისათვის | მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე – 0.015 ევრო |
| 4. | H, I, J, K, L ჯგუფების გემები თავისუფლდებიან მომსახურების ტარიფების გადახდისაგან |
|
| 5. | იმ ტანკერებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ორმაგი ფსკერი, ორმაგი ბორტი ან იზოლირებული ბალასტის ტანკები, მათი პირობითი მოცულობა მრავლდება კოეფიციენტზე. | მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე – 0.85 ევრო |
2. მომსახურების ტარიფების გადახდა ხორციელდება ერთჯერადად იმ რეისიდან, რომლითაც გემი გადის ნავსადგურიდან.
3. გემები ჯგუფდებიან შემდეგნაირად:
ა) A – ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სატვირთო გემები;
ბ) B – შორეული ნაოსნობის სატვირთო გემები, გარდა A და C ჯგუფებისა;
გ) C – „ეროვნული გადამზიდავი“ სატვირთო-სამგზავრო ბორნები;
დ) D – შორეული ნაოსნობის უცხო ქვეყნების სატვირთო-სამგზავრო ბორნები;
ე) E – „ეროვნული გადამზიდავი“ სამგზავრო გემები;
ვ) F – „ეროვნული გადამზიდავი“ ტანკერები;
ზ) G – „ეროვნული გადამზიდავი“ ნაოსნობის სატვირთო გემები და მცურავი ერთეულები, გარდა C და E ჯგუფებისა;
თ) H – ლიხტერები ლიხტერმზიდ სისტემებში, სამხედრო გემები, საჰოსპიტალო გემები;
ი) I – ლიხტერები, ბუქსირმზიდები, თვითმავალი სამდინარო, თევზსაჭერი და 200 საერთო სარეგისტრაციო ტონამდე წყალწყვის მქონე გემები;
კ) J – ნავსადგურში თავშესაფრად, შეკეთებისათვის, წყლის, ბუნკერის მარაგის შევსების მიზნით, უკიდურეს გარემოებათა, ავარიული მდგომარეობის გამო შესული გემები;
ლ) K – სასამსახურო გემები, სასწავლო, სასწავლო-სასამსახურო, სამეცნიერო-კვლევითი გემები;
მ) L – სპორტული, ფსკერდამაღრმავებელი და სამაშველო გემები, იახტები.
შენიშვნა: ტერმინში „ეროვნული გადამზიდავი“ – იგულისხმება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემები.
4. თუ სხვა სახელმწიფოსთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის დადგენილია პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფი, შესაბამისი გემებისათვის მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები