„ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.022794
238
27/05/2021
ვებგვერდი, 27/05/2021
330090000.10.003.022794
„ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №238

2021 წლის 27 მაისი

 ქ. თბილისი

 

„ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 330090000.10.003.020432) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბაკურიანს მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს:

1. ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორია (დანართი).

2. ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების რუკა (დანართი №1).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) წერტილი №12 (კოორდინატებით: X=373737.859; Y=4632392.959) ემთხვევა მთა თორთისის სასიმაღლო ნიშნულს, სიმაღლით − 1996.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 8.2 კილომეტრზე №13 წერტილამდე;“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის №1 დანართი − ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების რუკა:

„დანართი №1

ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების რუკა

 

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი