დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.118.016311 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016234) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის საქმეში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. სოციალური და ჯანდაცვის საკითხების შესწავლა და შესაბამისი დახმარების გაწევა. მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება, ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა, ასევე, პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ (მათ შორის ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარების თაობაზე. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები