„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016451
9
27/05/2021
ვებგვერდი, 28/05/2021
010250050.35.119.016451
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2021 წლის 27 მაისი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში (www.macne.gov.ge ს/:კ 010250050.35.119.016361, 28/02/2018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს 22-ე, 23-ე  პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22”. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;

23“. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 465, 466, 1728, 1729  მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა შესახებ ოქმების შედგენა;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე