„საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

„საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.022793
237
25/05/2021
ვებგვერდი, 25/05/2021
480140000.10.003.022793
„საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №237

2021 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (შემდგომში – ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება), მათ შორის, ამავე შეთანხმების 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 26-ე მუხლის საფუძველზე:

1. ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების დანართების გადახედვის, ცვლილების, შესწორების ან/და განახლების თაობაზე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამავე შეთანხმებით განსაზღვრული ერთობლივი კომიტეტის (შემდგომში – ერთობლივი კომიტეტი) გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ხორციელდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს განკარგულების სახით.

მუხლი 2
1. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემისათვის აუცილებელი პროცედურების კოორდინაციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (ინიციატორი სამინისტრო) ინიციირების საფუძველზე ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს მთავრობას წარმოედგინება ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებ(ებ)ის ტექსტი და მისი ოფიციალურად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ინიციატორი სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებ(ებ)ის შესაბამისობის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა მისი მიღების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, ინიციატორი სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა მისი მიღების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინიციატორი სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, აგრეთვე ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი განმარტებითი ბარათი და შეთანხმების ფურცელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილი დასკვნების შეჯერების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების უცხოენოვანი ტექსტის ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ინიციატორი სამინისტრო ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მეშვეობით.

4. ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებ(ებ)ის ძალაში შესვლის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მისი/მათი ელექტრონული ფორმით ოფიციალურად გამოქვეყნებას  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნის შესაბამის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge). 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი