„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 07/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.130.016397
7
25/05/2021
ვებგვერდი, 28/05/2021
010250040.35.130.016397
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2021 წლის 25 მაისი

ქ. საჩხერე

 

„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №31 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.130.016241) დამტკიცებულ  დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,5%-ს, პეტიციის წესით-საკრებულოს დადგენილების პროექტის;“.

2. 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ის ან საერთო კრების მიერ. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი