დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016697 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 10.07.2012 040030000.22.024.016187) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესდების მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ფოთის ფილიალი – „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“; ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. წესდების 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 151. ფოთის ფილიალი – „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“. 1. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი არის აკადემიის ნაწილი და ახორციელებს იმავე საგანმანათლებლო საქმიანობას, რასაც აკადემია. 2. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ფუნქციები რეგულირდება სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის – ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სენატი. 3. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის ქონება და ფულადი სახსრები წარმოადგენს აკადემიის საკუთრებას და აღირიცხება აკადემიის ბალანსზე“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები