„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016531
10
25/05/2021
ვებგვერდი, 27/05/2021
010250020.35.158.016531
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 25 მაისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების  შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №8 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2021, 010250020.35.158.016529) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლ პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ადგილობრივი და საერთაშორისო დაფინანსების (გრანტები) მოზიდვის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქე(ებ)თა, საინიციატივო ჯგუფის(ების) ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის(ების), რომელიც/რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს/ახორციელებენ პროექტ(ებ)ს, პროექტების თანადაფინანსების (არაუმეტეს 50%) პროცედურებს და პირობებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.“

2. მე-2 მუხლ „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

ა) არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არ მოიცავს საქართველოში რეგიტრირებულ უცხოური საწარმოების ფილიალებს);

3. მე-3 მუხლ პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. ქვეპროგრამის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფების ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის(ების), რომელიც/რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს/ახორციელებენ პროექტ(ებ)ს, გააქტიურება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსება.“

4. მე-4 მუხლ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე(ებ)ი, საინიციატივო ჯგუფის(ების) ან/და არასამთავრობო ორგანიზაცია/ები, რომლებმაც მოიპოვეს პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი  დაფინანსება  „დონორის“  მხრიდან.“

5. მე-4 მუხლ პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი